Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად ვმოღვაწეობთ და დღესდღეობით აქტიურად ვთანამშრომლობთ 350-ზე მეტ სახელმწიფო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიასთან.

პოზიცია: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

რას გთავაზობთ?

** სამუშაო გრაფიკი 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 1 საათიანი დასვენებით
** სამუშაო ადგილი ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი, თბილისი
** ანაზღაურება 2000 ლარი + საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ახალგაზრდა და მეგობრული კოლექტივი

რა ფუნქციები გექნება?

** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** "თბილ" და "ცივ" კონტაქტების ბაზასთან მუშაობა;
** მომხმარებელთან საჭიროებების ანალიზი და კორპორაციული შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პირველადი კონტაქტიდან პროდუქტის მიწოდებამდე;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა CRM-ში და ანგარიშგების მომზადება.

რას მოველოდებით შენგან?

** საკომუნიკაციო სქილები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C და Bitrix24-ში (ან სხვა CRM სისტემაში) მუშაობის გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

თუ შენ გაქვს გამოცდილება გაყიდვებში ან IT-ში, ან გინდა სხვა სფეროში შეძენილი სქილები გამოცადო IT გაყიდვებში და შეცვალო შენი კარიერული მიმართულება, 10 ივლისამდე გამოგვიგზავნე შენი სივი მეილზე hr@ittech.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "B2B გაყიდვების მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე