დასახელება:
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოგისტიკის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო შესყიდვის განხორციელება;
** შესყიდვების ციკლის მართვა;
** კომპანიის ინტერესების დაცვით მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება;
** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** შესყიდვის პროცედურისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
** ფასთა შედარება და მონიტორინგი;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ლოგისტიკური საოპერაციო ციკლის მართვა;
** შესყიდული პროდუქციის ადგილამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
** იმპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელება;
** საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სამშენებლო სფეროში შესყიდვების და ლოგისტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ენერგეტიკული პროექტების განხრით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივლისისა.
გთხოვთ, მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|