Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - თბილისი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
თანდართული ფაილი: 640992_2025___Application_Form_GE__2___2__5318310.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე თბილისისა და მარნეულის ბეტონის ქარხნებში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, მარნეული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულება.
** ბეტონის ქარხნების ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვა, მონიტორინგი, გაუმართაობის დროულად აღმოჩენა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება.
** ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების ჩატარება.
** პრევენციული სარემონტო პროგრამების განხორციელება და ჩანაწერების წარმოება.
** სამუშაო ინსტრუმენტებისა მოვლა და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

არსებული ბენეფიტები:

** ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით
** კორპორატიული ნომრით სარგებლობა
** ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 855527.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ელექტრიკოსი (მარნეული).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე