დასახელება:
სამეურნეო სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
UGT
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისში შემოსული საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის საწყობში მიტანა;
** საოფისე და საკანცელარიო ინვენტარის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების მეთვალყურეობა და მასალებით უზრუნველყოფა, წვრილმანი სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** სასმელი წყლის მიღება და დასაწყობება; ოფისში განთავსებული დისპენსერების სასმელი წყლით შევსება და მათი გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ოფისში დაზიანებებისა და გაუმართაობების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა ან/და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება);
** ოფისში არსებული კონდიცირების და გათბობის სისტემების მონიტორინგი, მოვლა და შეკეთება;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ელექტრიკოსის არ ყოფნის დროს:
** ელექტროგაყვანილობის (ელ. მოწყობილობები, მექანიზმები და შიდა ქსელი) გამართულობის შემოწმება/მონიტორინგი;
** ელექტროგაყვანილობის მიმდინარე და სხვადასხვა მცირე ელექტრო სარემონტო სამუშაოების წარმოება (220V);
** ელექტრო სამონტაჟო, ელექტრო მოხმარების და ასევე სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ოფისში ელ. დაზიანებებისა და გაუმართაობების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა ან/და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება);
** ლიფტიორთან ერთად ლიფტებზე საჭირო სამუშაოების ჩატარება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები: აუცილებელია ცოდნა/გამოცდილება ელექტროობის მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 ივლისის ჩათვლით.
განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1082/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|