Робота для біженців з України
მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუშა
მომწოდებელი: ტესენ ფროდაქშენი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"შპს ტესენ ჯგუფი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.

"ტესენ ჯგუფი "-ის შვილობილი კომპანიებია: " Tesen Construction", "Tesen Rental" და " Tesen Production".

თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფი"-ის სავიზიტო ბარათია.

სამუშაო პირობები:

** ხელფასი - 1600 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
** სამუშაო საათები - 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, კვირაში 6 დღე.
** ადგილმდებარეობა - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის მონტაჟის და დემონტაჟის დროს მექანიკური სამუშაოების წარმართვაში მონაწილეობა;
** ასფალტის წარმოების ოპერატორის მიერ მიღებული დავალებების შესრულება;
** ინერტული მასალების ბუნკერების მოვლა, მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** დაზიანების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და მცირე დაზიანების შემთხვევაში შეკეთებაში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე, 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე