დასახელება:
სასაქონლე მარაგების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივნისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლე მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის ქ. #3;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მარაგების დაგეგმვა კომერციულ დეპარტამენტთან შეთანხმებით;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი, გაყიდვების სტატისტიკაზე დაყრდნობით მარაგების შევსების უზრუნველყოფა და პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის კომუნიკაცია მომწოდებლებთან და შესაბამის დეპარტამენტებთან;
** სავაჭრო ობიექტის მიერ პროგრამაში დაფიქსირებული შეკვეთის დადასტურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება, მომწოდებლისთვის გაგზავნა, პროდუქციის მიწოდების ვადების მართვა და პროცესის საბოლოო შედეგის კონტროლი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია დაგეგმილი პროდუქციის მართვასთან დაკავშირებით (მიწოდება/დაბრუნება, პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები);
** პროდუქციასთან დაკავშირებული პროგნოზების მუდმივი მონიტორინგი და მასთან დაკავშირებული შესაბამისი კორექტირებების შეტანის ინიცირება კომერციულ დეპარტამენტთან რეალურ დროში გაყიდვების მონაცემებსა და ბაზრის ცვლილებებზე დაყრდნობით;
** ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის დადგენილი ასორტიმენტის მატრიცის მიხედვით პირველადი შეკვეთის ფორმირება და მომწოდებლებისათვის გაგზავნა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად და მომარაგების პროცესის შემდგომი მიმდინარეობის მონიტორინგი;
** როლის ფარგლებში პროექტებში ჩართულობა, პროცესებისა და ოპერაციების გამარტივებისათვის მაქსიმალური ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** საოპერაციო რეპორტის დამუშავება, მომარაგების კუთხით იდენტიფიცირებულ პრობლემებზე რეაგირება და უკუკავშირის დაფიქსირება;
** რეპორტის მიხედვით კონკრეტული შემთხვევების განხილვა, წყვეტისა და მომარაგების პრობლემური საკითხების გარკვევა მომწოდებლებთან პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;
** შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება, რეპორტის მომზადება და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარაგების მართვის/საწყობის პროცესების მართვის/შესყიდვების/ლოგისტიკის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა : MS Office (Excel, Word, PowerPoint); 1C;
** უცხო ენების ცოდნა;
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სასაქონლე მარაგების მართვის სპეციალისტი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 ივნისი, 2025 წელი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|