Робота для біженців з України
უფროსი მოლარე - დიდუბე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უფროსი მოლარე

სამუშაო ადგილი: დიდუბის სერვისცენტრი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და მართვა;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა;
** ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა;
** ინკასაციის ოპერაციების წარმოება;
** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ძვირფასი ლითონების შეფასება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** Alta-სთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 18 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა: https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=0g_vPeiHYEetBG7Nuo9o2Z3dBDCSwzxJvnA-CzyFZ9xUNDFRUVUyWlNHRExaSzE0UlZYRVIzUTQ5UC4u

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე