Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - წყნეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Urbantails
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
ზოომაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი" - ცხოველებზე ზრუნვის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს და ბაზარზე ინოვაციური კონცეფციით შემოდის, რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც შინაური ცხოველი ოჯახის წევრია და ცხოველი და მისი "მშობელი" ("Pet Parent" - და არა "პატრონი") ერთნაირად კომფორტულად იგრძნობენ თავს.

ურბან თეილსი უზრუნველყოფს არა მარტო უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, არამედ ადამიანებისა და ცხოველების გაერთიანებას მეგობრულ და ჰარმონიულ გარემოში.

კომპანია "ურბან თეილსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: წყნეთი;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, 15-16 ცვლა თვის ჭრილში. (კვირაში 40 საათი);
სამუშაო საათები: 10:00 სთ-21:00 სთ;
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (200 ლარიდან -1000 ლარამდე);

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
** პროდუქციის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტაცია;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საქმიანობის წარმოება;

მოთხოვნები/უნარები:

** სასურველია ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შინაური ცხოველების სიყვარული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: joinus@urbantails.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წარმატებებს გისურვებთ!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ურბანთეილსის" (ს/კ 406470037) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე joinus@urbantails.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე