Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი
მომწოდებელი: Hill City
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
უძრავი ქონების კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;

იხილეთ ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/realestatehillcity
Instagram გვერდი: https://www.instagram.com/hillcity.ge?igsh=bXVoZGt5bm0zNWh6

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;

ფუნქციები:

** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი. (კომუნიკაბელურობა)
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები. (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება)
** ინიციატივის გამოჩენის უნარი.
** გაყიდვების უნარი. (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი.
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული.
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ.
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** საქმიანობის ეტაპობრივ შესწავლას პროფესიონალებისგან
** მეგობრულ, სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** ბალანსს უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმებზე
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** საზ. ტრანსპორტის აბონემენტს

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა
** გასაუბრება

ანაზღაურება: სრულად გამომუშავებით (2000-9000 ლარი განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან)

სტაჟირება/გამოსაცდელი პერიოდი: ორი კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე