დასახელება:
მცხობელი
|
მომწოდებელი:
Best Western Plus Batumi
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი კვირაში)
ძირითადი მოვალეობები:
** ცომეულის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციების მიხედვით;
** პროდუქტის ვადებისა და შენახვის წესების დაცვა;
** ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
** მენიუში არსებული საცხობი პროდუქციის დროულად და ხარისხიანად დამზადება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მცხობლად მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მცხობელი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების გადახედვის შემდგომ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|