Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი/პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი/პრისეილერი
მომწოდებელი: ტრეიდ პარტნერი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "ტრეიდ პარტნერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის (პრისეილერის) პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
დასვენება: შაბათი-კვირა.

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის სწორი პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება
** სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** ქსელში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
** ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების წარმომადგენლის (პრისეილერი) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მერჩენდაიზერად ან პრომოდ მუშაობის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი მოთხოვნა:

** რუსული ენის ცოდნა
** მართვის მოწმობა-B კატეგორია
** უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს

პროფესიული უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დავალებების სწორად გადანაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე career@tradepartner.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების წარმომადგენელი - პრისეილერი). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია "ტრეიდ პარტნერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე