Робота для біженців з України
სასტუმროს რეგისტრატურის თანამშრომელი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს რეგისტრატურის თანამშრომელი
მომწოდებელი: პორტა კავკასია
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სასტუმრო "პორტა კავკასია ყაზბეგი" მდებარეობს ყაზბეგში, გუდაურიდან 24, 1 კმ-ში. სასტუმროს აქვს ტერასა მთების შესანიშნავი ხედები. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საუნა, საკონფერენციო დარბაზი, ღვინის მაღაზია "მეღვინეობა ხარება"

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რეგისტრატურის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, სტეფან წმინდა (თერგდალეულების ქ. N2);

საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება.

სამუშაო დრო: ცვლებში
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** FMG საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: d.khidesheli@portacaucasia.com; და vacancy@winerykhareba.com; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე