დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Glarros OldTown
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს). "Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.
სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას - დიასახლისი/housekeeper-ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში განთავსებული ნომრების არსებული სტანდარტების შესაბამისად დალაგება;
** სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება;
** ქიმიკატების და სადეზინფექციო ხსნარების სტანდარტის და პროცედურების შესაბამისად გამოყენება.
სამუშაო პირობები: კვირაში 5 სამუშაო დღე (9 სთ ცვლა, 1 სთ შესვენება)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com ან დარეკეთ ნომერზე - 575-778-770. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town" მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|