დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორი
|
მომწოდებელი:
სქილვილ
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
შპს "სქილვილი" წარმოადგენს სრულად აღჭურვილ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინოვაციურ და ხარისხიან სასწავლო პროცესს. დაწესებულება ფლობს თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსებს, რაც ხელს უწყობს განათლების პროცესის უწყვეტობას.
"სქილვილის" კოლეჯი არის პირველი სრულად აკრედიტებული დისტანციური სასწავლო პლატფორმა საქართველოში, რომელმაც 2024 წელს მოიპოვა აკრედიტაცია, რათა სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში განახორციელოს მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები. ჩვენი სასწავლო პროგრამების ძირითადი მიმართულება მოიცავს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული ცოდნა და თანამედროვე შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარები.
ამჟამად "სქილვილი" ავითარებს პროფესიულ კოლეჯებს ბათუმსა და თბილისში, სადაც ჰიბრიდულ როგორც ფიზიკურ ისე ონლაინ რეჟიმში წარიმართება სასწავლო პროცესი.
პოზიცია: აღმასრულებელი დირექტორი
ლოკაცია: თბილისი, ბათუმი;
განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა და მისი მისიის, ხედვისა და ღირებულებების რეალიზება ორგანიზაციულ დონეზე;
** ორგანიზაციის ოპერაციული პროცესების კოორდინაცია და უწყვეტი ოპტიმიზაცია სტრატეგიული მიზნების ეფექტურად მიღწევის უზრუნველსაყოფად;
** ორგანიზაციული სტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ბიზნეს პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება;
** ახალი პროდუქტებისა და ინიციატივების დაგეგმვა და განვითარება ტექნოლოგიური განათლების სფეროში;
** სტრატეგიული პარტნიორობებისა და თანამშრომლობების განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და კონკურენტული უპირატესობების იდენტიფიცირება;
** ბრენდის გარე და შიდა განვითარებაზე ზრუნვა;
** ორგანიზაციის წარმომადგენლობა კონფერენციებზე, შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** არანაკლებ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მენეჯერულ/აღმასრულებელ პოზიციებზე;
** სტრატეგიული დაგეგმვის, ადამიანური რესურსების მართვისა და ფინანსური ანალიზის გამოცდილება;
** განათლებისა ან/და ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის უნარი;
** მაღალი დონის პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** ბაზარზე არსებული კონკურენტული ანაზღაურება (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე);
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა;
** თანამედროვე სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 25 ივნისი, 2025 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: a.idadze@skillwill.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|