Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მიდეა
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი ""Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას 6 თვის ვადით მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ფარსადანის #7-ში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების წარმოება, კონტროლი, დღის დახურვა, ინკასაციისთვის ფულის გამზადება;
** პროდუქციის განახლებული ფასების ასახვა პროგრამაში, შეკვეთის გატარება/დასრულება;
** 1C პროგრამაში ტერმინალით გადახდილი თანხის ბანკში რეალურად ასახული თარიღის მიხედვით კორექტირება;
** ზედნადებისა და საგარანტიო ტალონის გამოწერა;
** საქონლის უკან დაბრუნების/გადაადგილების დოკუმენტაციის შექმნა/პროგრამაში ასახვა;
** დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (1c)
** ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი 6 თვის ვადით: კვირაში 5 სამუშაო დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. 09-18 საათამდე ან 11-20 საათამდე, (გრაფიკი ცვლადია)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 30 ივნისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;

მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე