Робота для біженців з України
B2C ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2C ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/

კომპანია "ნამი 8-ში" ვეძებთ გუნდის ახალ ლიდერს, B2C ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. გუნდში ვეძებთ ლიდერს, ვისთვისაც სიახლეები, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია. ვისაც აქვს სურვილი, თავის გუნდთან ერთად დაისახოს ამბიციური მიზნები და მიაღწიოს დიდ შედეგებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** FITPASS-ის გამოყენების შესაძლებლობას.
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების შეფასება და B2C ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა.
** საცალო გაყიდვების სტრატეგიის, მიზნების და გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა და განხორციელების მართვა.
** კომპანიის მიზნობრივი ბიზნეს სეგმენტების განსაზღვრა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის სერვისის წარდგენა და პრეზენტაცია.
** საცალო გაყიდვების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მართვა.
** ნამი 8-ს, საცალო გაყიდვებს გუნდის ხელმძღვანელობა და მათ ჩართულობაზე ზრუნვა.
** ნამი 8-ს, საცალო გაყიდვების გუნდის მუდმივი გადამზადება.
** საცალო გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება.
** დებიტორებთან ურთიერთობა.
** რეპორტინგი მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში მენეჯერულ პოზიციაზე;
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია CRM- ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "B2C ბიზნეს განვითარების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე