Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: More Beauty
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია "MORE BEAUTY" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქტების გაცნობა და კონსულტაციის გაწევა
** სალაროს პროგრამაში BALANCE-ში მუშაობა
** CRM-ში მომხმარებლების აღრიცხვა
** პროდუქტების თაროზე განთავსება და მოწესრიგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროს აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ფულადი ოპერაციების წარმოების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

გრაფიკი: 10:00-16:00 მდე ან 16:00-22:00 მდე; კვირაში 36 საათი
მისამართი: ქავთარაძის 1, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი, 1 სართული/ ილია ვეკუას 1, სავაჭრო ცენტრი City mall გლდანი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსები (400-600 ლარი)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@morebeauty.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე