Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯითისი ქრენიქსი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"SANY"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "ჯი თი სი ქრენექსი", აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"ჯი თი სი ქრენექსი" არის "ჯი თი სი ჯგუფის" წევრი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგია სამშენებლო სექტორში და ფარავს დარგის ყველა ძირითად მიმართულებას. "ჯი თი სი ქრენიქსი" წარმოადგენს "SANY"-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში, ამწეების მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს კოშკურა ამწეების და მობილური ამწეების სერვისს, ნასყიდობას და იჯარით მომსახურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების პროგრამულად ასახვა, დაარქივება;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი
** თანამშრომელთა სახელფასო უწყისის მომზადება
** საბანკო გადარიცხვების განხორციელება
** იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი;
** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში წარმოება კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოთხოვნილი ფორმების შევსება და წარდგენა.
** მოთხოვნის შესაბამისად, სხვა და სხვა ანალიტიკური ფორმების დამუშავება
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და კეთილსინდისიერად შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების (ბალანსი) ცოდნა და მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა (Advanced დონეზე);
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი
ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე ასაღები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე