Робота для біженців з України
პრისეილერი - იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: იმერეთი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ- 18:00სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
** განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნების დადგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება.
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: joinus@retaillogistics.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე