დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
პალატი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ელექტროუსაფრთხოების თანრიგის მოწმობა;
** მართვის სისტემების ცოდნა;
** ელექტრო ძრავებთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების გამართული და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟის განხორციელება;
** ძველი და მწყობრიდან გამოსული ელექტრო ქსელების დემონტაჟი;
** აღჭურვილობის ელექტრული ნაწილის გეგმურ პრევენციულ შეკეთების უზრუნველყოფა (PPR) განრიგის შესაბამისად;
** ცვეთის მიზეზების იდენტიფიცირება და მათი თავიდან ასაცილებლისთვის და აღმოსაფხვრელად ზომების მიღება;
** გაუმართაობის აღმოფხვრა მოწყობილობების მუშაობაში, მათ შეკეთებასა, მონტაჟის რეგულირებაში;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 511 104 113.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
|
|
|
|