დასახელება:
სერვისის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
მეგატექნიკა
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე.
"მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer, DeLonghi / SEB Group / Adler Europe Group და სხვა.
"მეგატექნიკა" განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვისში შემოსული ტექნიკის დახარისხება შესაბამის სივრცეში;
** მასზე მიბარებული დამხმარე ნაწილების დახარისხება, მიღება, ინვენტარიზაცია;
** რეგიონული სერვის-ცენტრების მიერ შეკვეთილი ნაწილების გამზადება და გაგზავნა;
** ტექნიკის უტილიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამის სამსახურზე გადაცემა;
** სხვა ბრენდის სერვისცენტრებში ნივთების მიწოდება/წამოღება;
** ფილიალების სამეურნეო დავალებების შესრულება;
** პირადი სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოვლა/მოწესრიგება;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ელექტრო ტექნიკის ნივთების ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მართვის მოწმობა (კატეგორია B);
** სასურველია პირადი ავტომობილი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@megatechnica.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვისის თანამშრომელი.
"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|