დასახელება:
ოპერატორ-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ჯეო ავტო 1
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
იაპონური საავტომობილო კომპანია "NISSAN"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "ჯეო ავტო 1" (ნისანის ცენტრი) ეძებს გუნდის ახალ წევრს ოპერატორ-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთ-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 (ხელზე ასაღები) ლარი + ბონუსი;
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #54
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილ მოდელებზე, ავტომობილის ფუნქციების ახსნა და ეფექტური პრეზენტაცია. ასევე, ინფორმაციის მიწოდება არსებულ საბანკო და საფინანსო პროდუქტების შესახებ;
** ბრენდის პროდუქტებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის რელევანტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება - მათ შორის ისეთი არხების მეშვეობით როგორიც არის სატელეფონო ზარი ან/და ციფრულ მედიაში დაფიქსირებული ინტერესი
როგორც საცალო ასევე კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
** გამოცხადებული შესყიდვების მუდმივი მონიტორინგი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** როგორც საცალო ასევე კორპორატიული მომხმარებელთა სპეციალური შეკვეთების მიღება/დამუშავება;
** პრაის ლისტების შედგენა და მუდმივი განახლება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა/მართვა; მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან;
** ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი);
** საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეების გაცნობა, საავტომობილო ტექნოლოგიების ზედმიწევნით კარგი ცოდნა. მოდელების ფუნქციების შესწავლა და პრეზენტირება;
სავალდებულო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია კომერციული მიმართულებით საავტომობილო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა;
** Microsoft Office-ის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე: geo5auto@gmail.com.
|
|
|
|