დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პაპრიკა
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"PAPRIKA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
გაყიდვების სპეციალისტი - ახალი კლიენტების მოზიდვა (ბონუსზე დაფუძნებული ანაზღაურება)
მდებარეობა: თბილისი/ჰიბრიდული
გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვებიდან %
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება (B2B ან B2C სეგმენტი)
** კომპანიის პროდუქციის გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვების განხორციელება
** კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა - შეთავაზებიდან შეკვეთის შესრულებამდე
** გაყიდვების ანგარიშგება და შედეგების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** გაყიდვებთან დაკავშირებული მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო).
** შედეგებზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
** კომპიუტერული უნარები (ელ. ფოსტა, ცხრილებთან მუშაობა, სოციალური ქსელები).
ჩვენ გთავაზობთ:
** გაყიდვებზე დაფუძნებული კონკურენტუნარიანი ბონუს სისტემა
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - დისტანციური ან ჰიბრიდული რეჟიმი
** მეგობრული და ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** რეალური პერსპექტივა გახდეთ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ-ფოსტაზე: info@paprika.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|