დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო მითი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
თბილისში, ვიქტორ ჯორბენაძის 24-ში მდებარე, 48 ნომრიან ბუტიკის სტილის სასტუმროში "მითი", ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული ოთახების დალაგება, სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** სასტუმროს მისაღების, დერეფნების და სველი წერტილების დალაგება;
** საუზმის დასრულების შემდეგ, სასაუზმეს სივრცის დასუფთავება;
ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობები განაწილებულია 5 დღეზე, სხვა დიასახლისებთან შეთანხმებით, ცვლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** პოზიტიურობა და კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე კვირაში 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება 1200 ლარი (ხელზე ასაღები / Net)
** კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო
** თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mit.tbilisi@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე +995 555 10 51 94 გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|