დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მაქს კომფორტი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
ქვეყნის ლიდერი კომპანია "MAX Comfort"-ი 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გათბობა - გაგრილების, სავენტილაციო და წყალმომარაგების სისტემების ფართო ასორტიმენტს.
კომპანია "Max Comfort" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 116
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი მარკეტინგული გეგმების მომზადება და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
** ბაზრის ანალიზი და კომპანიის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა online/offline არხებისთვის, კამპანიების პროცესების კოორდინირება;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშგება ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, სოციოლოგია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება (რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომერციულ პროექტებში, ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება;
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც გაგიზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ასევე, ყოველი წლის ბოლოს ე.წ მე-13 ხელფასს.
შერჩევის ეტაპები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** პირისპირ გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxcomfort.ge
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "მაქს კომფორტი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "მაქს კომფორტ"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
|
|
|
|