დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მაქს კომფორტი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
ქვეყნის ლიდერი კომპანია "MAX Comfort"-ი 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გათბობა - გაგრილების, სავენტილაციო და წყალმომარაგების სისტემების ფართო ასორტიმენტს.
კომპანია " Max Comfort" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
** გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთლის 116
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** ინვოისების სიზუსტით გამოწერა/შევსება;
** ფილიალებთან კომუნიკაცია;
** 1C პროგრამაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1С პროგრამის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც გაგიზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას;
** ტრენინგებს, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად (სერვის +);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ასევე, ყოველი წლის ბოლოს ე.წ მე-13 ხელფასს.
შერჩევის ეტაპები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** პირისპირ გასაუბრება;
** ტრენინგი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxcomfort.ge
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "მაქს კომფორტი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "მაქს კომფორტ"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|