დასახელება:
კლინიკის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Beauty Life
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში "Beauty Life" აცხადებს ვაკანსიას, თბილისში კლინიკა NUAGE-ში, კლინიკის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
Beauty Life წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში 2009 წელს. 15 წლიანი ოპერირების შედეგად უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. ასევე მის მფლობელობაშია სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 10:00-20:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვ. აბაშიძის ქუჩა 34
ანაზღაურება: მოჭრილი + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
** ობიექტის გაღება/დაკეტვა;
** ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლის ჩაწერა კლინიკაში;
** კლინიკაში მისული მომხმარებლის თავაზიანად მიღება/გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ჩაი/ყავას შეთავაზება;
** სალაროს აპარატთან მუშაობა და თანხების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვა;
** კლინიკის სოციალურ ქსელებში მომხმარებლებისათვის პასუხების დროული გაცემა;
** კლინიკისთვის საჭირო პროდუქციის და ინვენტარის სიის შედგენა და შემდეგ კლინიკების მენეჯერისთვის დროულად მიწოდება;
** მარაგების აღწერა კლინიკის მენეჯერთან ერთად;
** თანამშრომლების მისვლა/წამოსვლის კონტროლი;
** დრესკოდის დაცვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
** რუსულის ცოდნა (საკომუნიკაციო დონე);
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
შერჩევის მეთოდები:
** 1 ეტაპი - გასაუბრება;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;
რეზიუმეს გამოგზავნის წესი:
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: office@beautylife.ge (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
|
|
|
|