Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი/პრისეილერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისეილერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტი/პრისეილერის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო არეალი: მცხეთა

რას აკეთებს გაყიდვების აგენტი/პრისელერი:

** ყოველდღიურად სტუმრობს 30-40 სავაჭრო ობიექტს
** უზრუნველყოფს სწორი შეკვეთების აღებას
** ახდენს მერჩენდაიზინგს ადგილზე
** ეძებს ახალ სავაჭრო ობიექტებს.
** მოლაპარაკებებს აწარმოებს ობიექტის წარმომადგენლებთან
** ცდილობს გაყიდვების მაქსიმიზაციას კონკურენტულ გარემოში
** ევალება, სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი
** მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია
** გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა

ვის ვეძებთ:

** ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი მოლაპარაკების უნარი
** შეუძლია კვების პროდუქტის გაყიდვა კონკურენტულ გარემოში
** აქვს ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა
** სასურველია კვების პროდუქტის გაყიდვაში გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო

რას გთავაზობთ:

** მოქნილი და გეგმაზე მიბმული ანაზღაურება
** დამატებითი ბონუსები შედეგზე დაფუძნებით
** სტაბილური და მზარდი კომპანია
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge.

სათაურის ველში, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისეილერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე