Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Beauty Life
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში "Beauty Life" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

Beauty Life წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში 2009 წელს. 15 წლიანი ოპერირების შედეგად უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. ასევე მის მფლობელობაშია სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთან (სილამაზის მომსახურების სფერო) პირდაპირი და ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
** მიღებული შეკვეთების პოკეტში განთავსება;
** მომხმარებელთან პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არა უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონე);

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

შერჩევის მეთოდები:

** 1 ეტაპი - გასაუბრება;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;

რეზიუმეს გამოგზავნის წესი:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: office@beautylife.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე