Робота для біженців з України
IT მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა.
** ტექნიკური ინვენტარის ყიდვისას ტექნიკის მოდელების შერჩევაში მონაწილეობა.
** თანამშრომელთა ტექნიკური პრობლემების შესწავლა, ანალიზი და გადაჭრა.
** ბაზებში მონაცემების მოძიება და რედაქტირება; არქივირებისა და საიმედო დაცვის უზრუნველყოფა.
** ორგანიზაციაში არსებული პროგრამების (FINA, 1C ბუღალტერია,) ტექნიკური მხარდაჭერა.
** მოთხოვნილი რეპორტების გენერირება, რედაქტირება.
** ახალი პროდუქტის და/ან მომსახურების დანერგვისას შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
** Windows და Linux სერვერების ადმინისტრირება.
** სერვისის მომწოდებელ პარტნიორებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში.
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე