დასახელება:
ხელმძღვანელის პირადი მძღოლი
|
მომწოდებელი:
ალგანი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის პირადი მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირა დასვენება)
ანაზღაურება: მაღალი ანაზღაურება (შეთანხმებით)
მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** თბილისის გზებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა
** პუნქტუალურობა, სისუფთავე და მოწესრიგებულობა
** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიონალიზმი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599303003.
დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|