დასახელება:
ენისა და მეტყველების თერაპევტი
|
მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე რუსთავის, ისნის და დიღმის ფილიალებში.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი-დიღომი/რუსთავი/ისანი
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული (სასურველია)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესაბამისი სპეციალობით.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრა;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა;
** გუნდურად მუშაობა;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თვითმოტივაცია;
ფუნქცია-მოვალეობები:
ბავშვთან და ოჯახთან მუშაობა. მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება. ბავშვის საკომუნიკაციო, ენობრივ და მეტყველების უნარების განვითარებაზე მუშაობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 30 ივნისი.
გთხოვთ მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.
|
|
|
|