Робота для біженців з України
პირადი მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მრჩეველი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას პირადი მრჩევლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

პოზიციის მიზანი:

პირადი მრჩეველი ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას დაინტერესებულ მომხმარებლებთან. მართავს უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებულ საკვანძო ეტაპებს, უზრუნველყოფს გაყიდვების სრული პროცესის გამართულად წარმართვას და კლიენტების მხარდაჭერას ბინის შესყიდვის ეტაპზე და მის შემდგომ.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა საკომუნიკაციო არხის ეფექტურად მართვა: სწრაფი და დროული უკუკავშირი ყველა პლატფორმაზე;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების ჩანიშვნა და მიღება;
** CRM პროგრამაში თითოეულ კლიენტზე სრულყოფილი ბაზის შექმნა და მართვა;
** მობინადრეების სრულყოფილი მხარდაჭერა: დოკუმენტაციის მომზადება, გრაფიკის ცვლილებები, ჩარიცხვების და გადახდების მონიტორინგი და სხვა მომსახურებები;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ რეგულარული ინფორმაციის გაზიარება მობინადრეებთან;
** გასაღების გადაცემის პროცესის კოორდინაცია და ჩაბარება დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** ბინის რეგისტრაციის პროცესში მომხმარებლის ინფორმირება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა;
** ასისტენტის საქმიანობის მართვა, პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა;
** კომპანიაში დადგენილი გაიდლაინების ზედმიწევნით მიყოლა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/an6bxcAe
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე