დასახელება:
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
|
მომწოდებელი:
მაგთიკომი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
** მობილური აპლიკაციების ტესტირება (Android, iOS)
** აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და რეპორტინგი
** პროგრამული უზრუნველყოფის აღწერა (User Manual)
მოთხოვნები და უნარები:
** Jira ან სხვა მსგავს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
** მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
უპირატესობად ჩაითვლება:
** ტესტირების ავტომატიზაციის რომელიმე ინსტრუმენტთან მუშაობის გამოცდილება
** SQL-ის საფუძვლების ცოდნა
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakansia@magticom.ge.
გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე: vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|