დასახელება:
გაყიდვების აღმასრულებელი
|
მომწოდებელი:
AGARANI Estate
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე. ქალაქი თელავი, სოფ. რუისპირი
დაქვემდებარება: გენერალურ მენეჯერთან
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვების აღმასრულებლის როლი მნიშვნელოვანია კომპანიის ზრდასა და წარმატებაში. ის ხელმძღვანელობს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, მართავს გაყიდვების პროცესებს, ავითარებს ურთიერთობებს კლიენტებთან და ხელს უწყობს ახალი ბაზრების ათვისებას. აღნიშნული პოზიცია მოითხოვს როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ მიდგომას გაყიდვების მიზნების მისაღწევად და შემოსავლის მაქსიმიზაციისთვის. გაყიდვების აღმასრულებელი აქტიურად თანამშრომლობს მენეჯმენტთან და სხვადასხვა დეპარტამენტთან, რათა მოხდეს კომპანიის საერთო მიზნების რეალიზება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა, შეკვეთების გაფორმება
** არსებული კლიენტების ბაზის მართვა და ურთიერთობის გაღრმავება
** ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან
მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@agarani.ge
|
|
|
|