დასახელება:
შეკვეთების შემგროვებელი
|
მომწოდებელი:
ვოლტ მარკეტი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით "Wolt Market"-ში შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე ბათუმში!
ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე. თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.
სამუშაო საათები:
5 სამუშაო დღე - სრული განაკვეთი
** 08:00-17:00
** 11:00-20:00
** 14:00-23:00
** 17:00-02:00
** 23:00-08:00
Wolt Market-ის ლოკაცია ბათუმში: 99, მამია კომახიძის ქ.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
** შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
** პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება და დახლებზე განთავსება
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
** Wolt მარკეტში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** Wolt მარკეტის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება
ჩვენი მოლოდინები:
** ხართ პროაქტიული და სერვისზე ორიენტირებული
** ხართ შრომისმოყვარე და მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა
** ერკვევით ტექნოლოგიებში
** შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს ან/და ღამის პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა)
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური - სასურველი
** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება
რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით:
** სამედიცინო დაზღვევა
** 24 სამუშაო საშვებულებო დღე
** Wolt-ის კრედიტების ქეშბექი
** სპორტული შეთავაზებები
** ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
დამატებითი ინფორმაცია
თუ გსურთ, რომ გახდეთ Wolt Market-ის გუნდის წევრი ბათუმში გადადით ბმულზე და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა, რეზიუმესთან ერთად!
https://careers.wolt.com/en/jobs/6694497
|
|
|
|