დასახელება:
სატელეფონო კვლევების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელიარაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სატელეფონო კვლევების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** კომპანიის მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება, კვლევების ჩატარება (სხვადასხვა მიმართულებით);
** ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამაში;
** ღია კითხვაში დაფიქსირებული კომენტარების კოდირება;
** ქოლ ცენტრის ოპერატორის მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხის შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
გამოაგზავნე განაცხადი:https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=886
|
|
|
|