დასახელება:
სოციალური მედია არხების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მარშე
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სოციალური მედია არხების მენეჯერი.
მისამართი: თ. ერისთავის #5;
სამუშაო დრო: მოქნილი გრაფიკი;
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედია არხების მართვა: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და YouTube;
** ბრენდ მენეჯერთან ერთად კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
** პოსტების ფორმატებისა და ტიპების შერჩევა არხის სპეციფიკის მიხედვით;
** პოსტების განთავსება და ბიუჯეტის სტრატეგიული განაწილება (ბუსტი და რეკლამა);
** კომენტარების და შემოსული წერილების მართვა (community management);
** ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და ანგარიშგება (Reach, Engagement, CTR, Followers, CPM, etc.).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
** პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა (ალგორითმები, რეკლამის ტიპები, ტრენდები);
** Meta Business Suite-ის, TikTok Ads Manager-ისა და სხვა პლატფორმების ცოდნა;
** კონტენტის სტრატეგიული ხედვა და ბრენდის ტონალობის შენარჩუნება;
** ტექნიკური უნარები კონტენტ კალენდრის, პოსტების და სტატისტიკის მართვაში;
** გუნდური მუშაობის უნარი (მარკეტინგის, დიზაინის და კრეატიული გუნდთან კოორდინაცია);
** გრამატიკულად გამართული წერა ქართულად და სასურველია ინგლისურად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე (ან ლინკდინის URL ლინკი) შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედია არხების მენეჯერი".
|
|
|
|