Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გრაფიკული დიზაინერი.

მისამართი: თ. ერისთავის #5;
სამუშაო დრო: მოქნილი გრაფიკი;

ძირითადი მოვალეობები:

** საკვები პროდუქტების შეფუთვების დიზაინზე, ეტიკეტებზე და ვიზუალური ბრენდინგის სხვა ელემენტებზე მუშაობა;
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შექმნა;
** სოციალური მედიასა და ვებსაიტებისთვის საჭირო ვიზუალურ კონტენტზე მუშაობა;
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ტექნიკური ფაილების სწორად მომზადება ბეჭდვისთვის;
** კომპანიის ვიზუალური სტანდარტების და ბრენდბუქის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში, სასურველია საკვები პროდუქტების ან FMCG სექტორში;
** Adobe Illustrator, Photoshop, InDesign პროგრამების ცოდნა;
** ბეჭდვითი მასალის მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
** კრეატიული ხედვა და იდეების დამოუკიდებლად მოფიქრების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენის ნამუშევრების პორტფოლიოს ლინკი და CV/რეზიუმე (ან ლინკდინის URL ლინკი) შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე