Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი - ანაკლია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

ვაკანსიის დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა;
** ინტერიერისა და შენობების შიდა სამუშაოების მოწყობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს და დაგეგმოს სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური/ყოველკვირეული საქმიანობა სამუშაო პროცესი;
** უშუალო ზედამხედველობა გაუწიოს ყველა მუშახელს, მოახდინოს შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, რათა ყოველგვარი საქმიანობა წარიმართოს ხარისხიანად და დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გრაფიკის, ხარისხის და ღირებულების მოთხოვნის შესაბამისად.
** გააკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო სრულდება გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** სამუშაო პროცესის არასწორი მიმდინარეობისას ჩაატაროს მაკორექტირებელი ღონისძიებები;
** შეთანხმებულად იმოქმედოს პროექტის მენეჯერთან, რათა დაზუსტება შეიტანოს პროექტის გეგმარებაში/ინფორმაციის მოთხოვნის დოკუმენტში.
** აწარმოოს ყოველდღიური სამშენებლო ჟურნალი;
** მონაწილეობა მიიღოს პროექტის საჭირო დოკუმენტაციის წარმოებაში;
** მოახდინოს სამუშაო მოედნის ინვენტირება და უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინვენტარი შესაბამისად მოვლილი და შენახულია;
** აქტიურად მოახდინოს სამუშაო ობიექტის მონიტორინგი.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე