დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დიალოგ კოხტა აპარტს
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას;
** საერთაშორისო ასპარეზზე, ხაზი გავუსვათ საქართველოს მდიდარ ბუნებასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, ბაკურიანში, 134 ნომრიანი აპარტ-სასტუმრო "Dialog Kokhta"-სთვის ვეძებთ საოპერაციო მენეჯერს:
ფუნქციები:
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა, მართვის პროგრამის დანერგვა და საოპერაციო ნაწილის მართვა;
** სასტუმროს საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
** სერვის სტანდარტების და გაიდლაინების შემუშავება, მათი დანერგვა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
** სასტუმროში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტის გამართულად და შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფა;
** პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
** განრიგების შედგენა და დავალებების დელეგირება;
** სასტუმროს სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია ტექნიკურ დეპარტამენტთან;
** მარაგების კონტროლი და შესყიდვების განხორციელება;
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საერთაშორისო ჯავშნის სისტემაში მუშაობის გამოცდილება (Booking, expedia, ….)
** ხარჯების კონტროლი, მონიტორინგი და ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი უნარები და თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: dialoghotels@hpm.ge
რეზიუმეების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|