Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სავალდებულოა 1C-ის ცოდნა;
** სასურველია მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად/ბუღალტრის თანაშემწედ.

მოვალეობები:

** ბიუჯეტის შესაბამისად გადარიცხვების მომზადება;
** კონტრაგენტებთან შედარება და თანხის გადარიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** აღმრიცხველების ან ოპერატორების მიერ გამოწერილი ზედნადებების კონტროლი;
** საგადახდო დავალებების დაბრუნება შესაბამის პირებთან;
** საბანკო ნაშთების კონტროლი და რეპორტინგი;
** პროგრამაში საბანკო გატარებების აღრიცხვა;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** ანგარიშვალდებული პირების კონტროლი;
** შესყიდვებისა და გაყიდვების აღრიცხვის მონიტორინგი;
** დოკუმენტების მოწესრიგება, შედარების აქტების გაფორმება პერიოდულად;
** სახელფასო უწყისის დამუშავება და ატვირთვა (გადარიცხვა);
** შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციის მომზადება;
** საპენსიო ვებ გვერდზე ყოველთვიური დეკლარაციის მომზადება;
** მიმდინარე ოპერაციების ასახვა ERP-ში;
** დეპარტამენტში ნებისმიერი თანამშრომლის არ ყოფნის პერიოდში მისი ჩანაცვლება;
** საჭიროებიდან გამომდინარე აუდიტებთან მუშაობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე