"დეტრა ჯგუფი" 2018 წლიდან ოფიციალურად ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების დამოუკიდებლად მოძიება და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა;
** პროექტის შემოსვლის მომენტში, საჭიროებების დადგენა, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ფაილების მომზადება, აღნიშნული ინფორმაციის განხილვა, უშუალო ხელმძღვანელთან;
** ხელმძღვანელი პირებისგან მიღებული დასტურის შემთხვევაში, შეთავაზების მომზადებაზე მუშაობის დაწყება განფასების სპეციალისტთან ერთად, დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
** განფასებისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის დამკვეთთან მიწოდება და დასტურის მოპოვება;
** საჭიროების შემთხვევაში საიტზე ვიზიტის დაგეგმვა პროექტანტთან და ტექნიკურ პერსონალთან ერთად;
** შესყიდვებთან და დამკვეთთან შეთავაზების სტატუსის პერიოდულად გადამოწმება;
** პროექტის მენეჯერის წარდგენა დამკვეთთან;
** ანგარიშგების სპეციალურ ფორმაში წარმოება;
** არსებულ მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა და მუდმივი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სამშენებლო მასალების რეალიზაციის, საინჟინრო, სამშენებლო და მასთან გათანაბრებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** Excel-ის ფლობა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობისა და ავტომობილის ქონა (სასურველია);
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას: 3000-3500 NET ფიქსირებული (+ რეალური ბონუსი 3000+ თვეში);
** საწვავს, რომელიც საჭიროა ვიზიტებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული, კონკრეტულად თანამშრომელზე მორგებული ტრენინგების დაფინანსებას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@detra.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი"
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია "დეტრაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია დეტრას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.
|