Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი/ამგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/ამგროვებელი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის (ამგროვებლის) პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის ქ. 23.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობა:

** შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება და განთავსება განსაზღვრულ ადგილას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება - 1400 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " საწყობის თანამშრომელი (ამგროვებელი) " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.
ან დაგვიკავშირდით, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595091132.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2025 წელი.


კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე