დასახელება:
სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Ibis Styles Batumi
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივნისი
|
"Hotel Ibis Styles Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის/ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
Hotel Ibis Styles Tbilisi Center იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჭურჭლის სარეცხი ოთახის დალაგება, დასუფთავება და დეზინფექცია;
** ჭურჭლისა და საჭირო ხელსაწყოების გარეცხვა და სამზარეულოში სუფთა გარემოს შენარჩუნება;
** სამზარეულოს დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხელმძღვანელობის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
** ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიური გარემო;
** ლანჩი
იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24/06/2025
ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "IBIS Styles Tbilisi Center" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
|
|
|
|