დასახელება:
სტაჟირება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
Kreston Georgia
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის Kreston Global-ის წარმომადგენელი და წევრი საქართველოში Kreston Georgia აცხადებს სტაჟირებას ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული საკითხების შესრულება გონივრულ ვადებში;
** ხელმძღვანელისთვის შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპანიის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;
საჭირო უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას განვითარებასთან ერთად
** უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა წახალისებულია
** მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაოს
** მხარდაჭერას ACCA ან მსგავს პროგრამაში კვალიფიკაციის ამაღლებისთვის
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@kreston.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: "სტაჟიორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში".
|
|
|
|