Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640796&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს განვითარების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს განვითარების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჯისი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B -ის მიმართულებით შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL, ECOLAB, VIKAN, UNILEVER PROFESSIONAL,) პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ბიზნეს განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე.

KIMBERLEY CLARCK PROFESSIONAL - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ). ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებსითვის, სასტუმროებისთვის, რესტორნები-კაფეებისთვის და სამრეწველო ობიექტებისთვის)
ECOLAB- ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში, როგორიცაა (რესტორნები, წარმოებები, სასტუმროები და სხადასხვა).

UNILEVER PROFESSIONAL- - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუელბებს . კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდით " DOVE" რომელიც გამოიყენება სხადსახვა მრეწველობის დარგებში, სასტუმროებში, ორგანიზაციებში, რესტორნებში და სხვა.

კომპანია" სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ფიქსირებულ ხელფას
** გამომუშავებას პროდუქციის რეალიზაციიდან
** სამოტივაციო ბონუსს
** საწვავით უზრუნველყოფას

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება როგორც უპირატესობა
** ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
** დარწმუნების უნარი
** მიზანდასახულობა
** ურთიერთობის დამყარების უნარი
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.)
** კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
** მოლაპარაკებების შედეგად კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე საწყისი პროექტის მომზადება პროექტის შემდგომი სრულყოფილად დანერგვისთვის.
** მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი
** ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან.
** ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მისი დროულად, ვადებში დაფარვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gisi.ge

შენიშვნა: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. " ქ. ბათუმში, თბილისის რეგიონის ტერიტორიის განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს ჯისი საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "ჯისი"-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "ჯისი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია