დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
ქართული ლუდის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქარხნის ტერიტორიის, საამქროებისა და დანადგარების ყოველდღიური მომსახურება გრაფიკის მიხედვით;
** ახალი პროექტების ელექტრო უზრუნველყოფა;
** დანადგარებზე დაუგეგმავი შეფერხების აღმოფხვრა;
** დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** შესრულებული ყოველდღიური სამუშაოებისა და გეგმური რემონტების აღრიცხვა და ჩანაწერების გაკეთება;
** სხვა დამატებითი ფუნქცია - მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება;
** უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
** თბომომარაგების და ვენტილაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** სუსტი დენების და ელექტრო მომარაგების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ენერგეტიკაში, მრეწველობაში ფართო მომხმარების ელექტრული მანქანებისა და აპარატების მოქმედების პრინციპებისა და დანიშნულების საფუძვლების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge.
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|