დასახელება:
ენერგო რესურსების საამქროს ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ქართული ლუდის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ენერგო რესურსების საამქროს ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ენერგო რესურსების საამქროში შემავალი მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების ყოველდღიური ოპერირება;
** საწარმოო დანადგარებზე საჭირო ენერგეტიკული რესურსების (ჰაერი, ორთქლი) მიწოდება;
** ენერგეტიკული რესურსების დანაკარგებზე კონტროლი და მანქანა-დანადგარების სწორად და გამართულად მუშაობის რეჟიმის შენარჩუნება;
** საწარმოში არსებული საამქროების პერსონალთან კომუნიკაცია;
** შრომის უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დამატებითი ფუნქცია - მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ჰაერის კომპრესორის მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** სასურველია კომპრესორის მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** სასურველია ორთქლის ქვაბის მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** სასურველია გათბობა-გაგრილების სისტემების და მათზე მომუშავე მანქანა-დანადგარების (ჩილერი, გათბობის ქვაბი, სავენტილაციო აგრეგატები) მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge.
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|