დასახელება:
კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
წყალი მარგებელი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, სოფ. ნაბეღლავი
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების დოკუმენტების პროგრამულად გატარება და შესაბამისი ჩამოწერების სისტემაში განხორციელება;
** წარმოების პროცესში აღმოჩენილი ცდომილების შემთხვევაში კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და შედეგების რეგულარული მონიტორინგი;
** საკონტროლო აღწერის წარმოება ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის (შესყიდვები, გაყიდვები, ფინანსები) გადამოწმება და ხარვეზის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** წარმოების განყოფილების თანამშრომელთა დასწრების ტაბელების შემოწმება და შემდგომ ფინანსური დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ქარხნიდან საძირეების გაცემის პროცესის კონტროლში მონაწილეობა, რაოდენობების პერიოდული მონიტორინგი და არსებული ინფორმაციის ფინანსური განყოფილებისთვის გაზიარება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა
** 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|